ბილეთი №335 · მოვალეობები
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
პასუხები
- 1მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
- 2მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
- 3მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები
- 4შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება
მოკლედ
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება შემთხვევის ადგილზე, ადგილზე არაფერი შეცვალოს და ნაკვალევი არ გაანადგუროს, ასევე ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები.
კანონის ტექსტი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მიიღოს ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 335 · movaleobebi