ბილეთი №390 · მოვალეობები
რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?

პასუხები
- 1ერთისწორი პასუხი
- 2ორი
- 3სამი
- 4ოთხი
სწორი პასუხი: 1. ერთი
მოკლედ
გზას შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე სავალი ნაწილი. რამდენიმე სავალ ნაწილს ერთმანეთისგან გამყოფი ზოლი ყოფს, ან ისინი სხვადასხვა დონეზეა. ტროტუარი და გვერდულა სავალ ნაწილში არ ითვლება.
კანონის ტექსტი
გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა). გზა არის მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ასევე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 390 · movaleobebi