ბილეთი №348 · გაჩერება, დგომა
რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

პასუხები
- 1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
- 2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- 3ორივე ავტომობილის მძღოლი
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლი
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
მოკლედ
გაჩერებისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს იდექი. მარცხენა მხარეს გაჩერება შეიძლება, მაგალითად, ცალმხრივ გზაზე, ხოლო სატვირთოსთვის იქ მხოლოდ დატვირთვა-გადმოტვირთვისას.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 348 · gacereba, dgoma