ბილეთი №383 · მანევრირება
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

პასუხები
- 1მხოლოდ მარცხნივ
- 2მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- 3მხოლოდ მარცხნივ და მარჯვნივ
- 4მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)სწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
განმარტება
სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 383 · manevrireba