ბილეთი №385 · მანევრირება

ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

ბილეთი №385: ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

პასუხები

  1. 1ეკრძალებასწორი პასუხი
  2. 2არ ეკრძალება

სწორი პასუხი: 1. ეკრძალება

მოკლედ

უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე და ავტომაგისტრალზე აკრძალულია. მანევრი სხვას საფრთხეს და ხელს არ უნდა უქმნიდეს.

კანონის ტექსტი

მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 385 · manevrireba