ბილეთი №392 · მანევრირება

აკრძალულია თუ არა ურელსო სატრანსპორტო საშუალებით საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა?

პასუხები

  1. 1არ არის აკრძალული, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
  2. 2აკრძალულიასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. აკრძალულია

მოკლედ

საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

კანონის ტექსტი

ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 392 · manevrireba