ბილეთი №394 · მანევრირება

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

პასუხები

  1. 1მხოლოდ გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია
  2. 2მხოლოდ იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია
  3. 3მხოლოდ ავტომაგისტრალზე
  4. 4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილასსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

მოკლედ

მობრუნება აკრძალულია გზაზე, სადაც ხილვადობა ერთი მიმართულებითაც კი 100 მეტრზე ნაკლებია, გასაჩერებელ პუნქტთან და ავტომაგისტრალზე, მის შესასვლელსა და გამოსასვლელზე.

კანონის ტექსტი

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 394 · manevrireba