ბილეთი №404 · მანევრირება
რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარცხნივ მოხვევის სიგნალი?

პასუხები
- 1Iსწორი პასუხი
- 2II
- 3III
სწორი პასუხი: 1. I
მოკლედ
მარცხნივ მოხვევის ხელით სიგნალია გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი.
კანონის ტექსტი
მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 404 · manevrireba