ბილეთი №406 · მანევრირება
რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული დამუხრუჭების სიგნალი?

პასუხები
- 1I
- 2IIსწორი პასუხი
- 3III
სწორი პასუხი: 2. II
მოკლედ
დამუხრუჭების ხელით სიგნალია ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.
კანონის ტექსტი
მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 406 · manevrireba