ბილეთი №428 · მარეგულირებელი
მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

პასუხები
- 1გააგრძელოს მოძრაობა
- 2გაჩერდეს „სდექ“ ხაზთანსწორი პასუხი
- 3გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
- 4გაჩერდეს შუქნიშანთან
სწორი პასუხი: 2. გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
მოკლედ
რკინიგზის გადასასვლელზე მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე შესვლა არ შეიძლება. უნდა გაჩერდე „სდექ“ ხაზთან, ნიშანთან ან შუქნიშანთან. მათი არარსებობისას გაჩერდი შლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრზე.
კანონის ტექსტი
რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას - შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე…
- თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით…
- თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 428 · maregulirebeli