ბილეთი №437 · მარეგულირებელი

მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე ჩართულია ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

ბილეთი №437: მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე ჩართულია ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

პასუხები

  1. 1არ აქვს უფლებასწორი პასუხი
  2. 2აქვს უფლება

სწორი პასუხი: 1. არ აქვს უფლება

მოკლედ

თუ მარეგულირებელმა რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აგიკრძალა, გადასასვლელის წინ უნდა გაჩერდე. ამ წესს ვერ გააუქმებ იმით, რომ გვერდით ოპერატიულ ავტომობილს ლურჯი ციმციმა აქვს ჩართული.

კანონის ტექსტი

რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ოპერატიული ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 437 · maregulirebeli