ბილეთი №461 · ბუქსირება

ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

ბილეთი №461: ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

პასუხები

  1. 1მხოლოდ A მიმართულებით
  2. 2მხოლოდ B მიმართულებითსწორი პასუხი
  3. 3როგორც A, ასევე B მიმართულებით

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ B მიმართულებით

მოკლედ

თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით, მავთულით) ბუქსირებულ ავტომობილს ავტომაგისტრალზე შესვლა ეკრძალება. თუ ავტომობილი ავტომაგისტრალზე გაფუჭდა, უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს.

კანონის ტექსტი

თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 461 · buqsireba