ბილეთი №462 · მანევრირება
დასახლებულ პუნქტში სამარშუტო ავტობუსის მძღოლი იწყებს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, უნდა:

პასუხები
- 1როგორც უპირატესობის მქონემ, სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა
- 2შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდესსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
მოკლედ
დასახლებულ პუნქტში გაჩერებიდან გამოსულ სამარშრუტო ავტობუსს გზა მსუბუქმა მანქანამ უნდა დაუთმოს: შეანელოს და საჭიროებისას გაჩერდეს.
კანონის ტექსტი
ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 462 · manevrireba