ბილეთი №464 · მანევრირება

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება, დაუსახლებელ პუნქტში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იწყებს გამოსვლას გასაჩერებელი პუნქტიდან?

ბილეთი №464: რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება, დაუსახლებელ პუნქტში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იწყებს გამოსვლას გასაჩერებელი პუნქტიდან?

პასუხები

  1. 1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. 2სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

განმარტება

ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ. მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 464 · manevrireba