ბილეთი №482 · გაჩერება, დგომა

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა არ წარმოებს?

ბილეთი №482: აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა არ წარმოებს?

პასუხები

  1. 1აქვს უფლებასწორი პასუხი
  2. 2არ აქვს უფლება

სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება

მოკლედ

მონიშნულ გაჩერებაზე მდგარ სამარშრუტო ტრანსპორტს გვერდს უვლი შენელებით და საჭიროებისას გაჩერებით, რომ მგზავრებს უსაფრთხოდ ჩასხდომა-გადმოსხდომა შეეძლოთ. თუ ჩასხდომა-გადმოსხდომა არ მიმდინარეობს, მოძრაობა შეგიძლია გააგრძელო.

კანონის ტექსტი

მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 482 · gacereba, dgoma