ბილეთი №485 · გაჩერება, დგომა

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს განზრახული აქვს გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა, ის არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

ბილეთი №485: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს განზრახული აქვს გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა, ის არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

პასუხები

  1. 1გაუსწრებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივ
  2. 2გაუსწრებს ავტობუსს და მარჯვნივ მოუხვევს მეორე ზოლიდან
  3. 3გაატარებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივსწორი პასუხი
  4. 4გაატარებს ავტობუსს და მარჯვნივ მოუხვევს მეორე ზოლიდან

სწორი პასუხი: 3. გაატარებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივ

მოკლედ

მარჯვნივ მოხვევამდე იმოძრავე სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს და მოკლე მანევრი შეასრულე. ამიტომ ავტობუსი გაატარე, მარჯვენა ზოლში გადადი და იქიდან მოუხვიე.

კანონის ტექსტი

სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ამავე კანონის მეორე დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 485 · gacereba, dgoma