ბილეთი №570 · ბუქსირება

სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?

პასუხები

  1. 1ორისწორი პასუხი
  2. 2სამი
  3. 3ოთხი

სწორი პასუხი: 1. ორი

მოკლედ

ბუქსირებისას მოქნილი გადაბმის რგოლზე მინიმუმ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს.

კანონის ტექსტი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 570 · buqsireba