ბილეთი №653 · მაფრთხილებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?

ბილეთი №653: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?

პასუხები

  1. 1Iსწორი პასუხი
  2. 2II
  3. 3III
  4. 4IV

სწორი პასუხი: 1. I

მოკლედ

ნიშანი 2.1 „მთავარი გზა“ აღნიშნავს გზას, რომელზე მოძრავ მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა აქვს. ის გზის დასაწყისში და ყოველი გზაჯვარედინის წინ დგას.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 653 · mafrtxilebeli nisnebi