ბილეთი №662 · პრიორიტეტის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად მოძრაობის გაგრძელებას?

ბილეთი №662: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად მოძრაობის გაგრძელებას?

პასუხები

  1. 1I
  2. 2II
  3. 3III
  4. 4IVსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. IV

მოკლედ

ნიშანი „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ გიკრძალავს „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად გაგრძელებას. ხაზი თუ არ არის, უნდა გაჩერდე გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - ნიშნის წინ).

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 662 · prioritetis nisnebi