ბილეთი №663 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი:

პასუხები
- 1კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით
- 2კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
- 3უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს
მოკლედ
ნიშანი „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ ორ რამეს ნიშნავს: ჯერ უნდა გაჩერდე, მერე კი გზა დაუთმო გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს. გაუჩერებლად გავლა აკრძალულია.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - ნიშნის წინ).
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 663 · prioritetis nisnebi