ბილეთი №751 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

პასუხები
- 1მხოლოდ I და II
- 2მხოლოდ I და IV
- 3მხოლოდ II და III
- 4მხოლოდ II და IVსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ II და IV
მოკლედ
ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“ და „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“ (3.2-3.8) არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ზონაში მდებარე საწარმოს ემსახურება. ის ზონაში შედის და დანიშნულების ადგილისკენ უახლოეს გზაჯვარედინზე გამოდის.
კანონის ტექსტი
ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2-3.8 ნიშნებისა - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია”, 3.13 „სიმაღლის შეზღუდვა” და 3.8 „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია”.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 751 · amkrzalavi nisnebi