თემა 5
ამკრძალავი ნიშნები
კონსპექტი
ციფრები
- 30კმ/სთამაზე ნელს გაუსწრებ
- 45კმ/სთმოპედი
- 19-21სთმხარის შეცვლა
ნიშნები
შესვლა აკრძალულია
მოძრაობა აკრძალულია
მექანიკური ტრანსპორტი აკრძალულია
გასწრება აკრძალულია
გაჩერება აკრძალულია
დგომა აკრძალულია
კენტ რიცხვებში დგომა აკრძალულია
შეზღუდვის დასასრული
წესები
გასწრების, სიჩქარის, საყვირის და დგომის აკრძალვა უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს.
მოხვევის აკრძალვა მხოლოდ იმ გადაკვეთაზე მოქმედებს, რომლის წინაც დგას.
გაჩერებისა და დგომის ნიშნები მხოლოდ გზის თავის მხარეს მოქმედებს.
სამარშრუტოს არ ეხება: შესვლის, მოძრაობის, მექანიკური ტრანსპორტის, მოხვევის, მობრუნების, გაჩერების აკრძალვა.
ზონაში მცხოვრებს ან მომუშავეს არ ეხება მოძრაობის და ტრანსპორტის სახეობის აკრძალვა.
შშმ პირის მანქანას არ ეხება მოძრაობის, მექანიკური ტრანსპორტის და დგომის აკრძალვა.
ბილეთები
- ბილეთი №254
მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:
სწორი პასუხი: 3. 45 კმ/სთ სიჩქარით
ნიშანი 3.24 კრძალავს მასზე მითითებულ სიჩქარეზე სწრაფ მოძრაობას. AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას იმ გზაზე, სადაც 60 კმ/სთ-ზე მეტია ნებადართული, შეუძლია იაროს არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №255
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 2. აღნიშნავს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული“ აღნიშნავს სიჩქარის შემზღუდავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №353
აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?
სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება
როცა ერთად დგას ნიშნები „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“ და „ლუწ რიცხვებში“, ავტომობილის ერთი მხრიდან მეორეზე გადასაყენებელი დრო 19-დან 21 საათამდეა. ამ დროს დგომა ორივე მხარეს შეიძლება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №545
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ სატვირთო ავტომობილის ფაქტობრივი მასა 7 ტონაა?
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
სამზოლიან ორმხრივ გზაზე არ უნდა გადახვიდე განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობაა. ნიშანი „მასის შეზღუდვა“ კრძალავს მოძრაობას, თუ ფაქტობრივი მასა ნიშანზე მითითებულს აღემატება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №673
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 2. კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით
ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №675
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 3. კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №677
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლი კრძალავს მის მოქმედების ზონაში ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ II და IV
ყველა სახის მექანიკური ტრანსპორტით მოძრაობას კრძალავს ორი ნიშანი: „მოძრაობა აკრძალულია“ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №679
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობა?
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ II და III
ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას კრძალავს ორი ნიშანი: „მოძრაობა აკრძალულია“ და „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №681
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობა?
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ I და III
ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას კრძალავს ორი ნიშანი: „მოძრაობა აკრძალულია“ და „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №683
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს მისაბმელიანი სატვირთოთი და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, ასევე მექანიკური ტრანსპორტის ბუქსირებას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №685
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა?
სწორი პასუხი: 3. ყველა მოცემული ნიშნის მოქმედების ზონაში
მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას კრძალავს სამი ნიშანი: „მოძრაობა აკრძალულია“, „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“ და „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №687
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 2. კრძალავს საჭაპნე ტრანსპორტით, სასაპალნე და საჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე - პირუტყვის გადარეკვას
ნიშანი „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე პირუტყვის გადარეკვას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №691
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 2. კრძალავს ქვეითთა მოძრაობას
ნიშანი „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ის იდგმება იქ, სადაც ქვეითებისთვის გავლა სახიფათოა.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №696
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „სიმაღლის შეზღუდვა“ კრძალავს იმ ტრანსპორტით მოძრაობას, რომლის სიმაღლე ტვირთიანად ან უტვირთოდ ნიშანზე მითითებულს აღემატება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №697
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
სწორი პასუხი: 2. იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
ნიშანი „სიმაღლის შეზღუდვა“ კრძალავს იმ ტრანსპორტით მოძრაობას, რომლის სიმაღლე ტვირთიანად ან უტვირთოდ ნიშანზე მითითებულს აღემატება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №698
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „სიგანის შეზღუდვა“ კრძალავს იმ ტრანსპორტით მოძრაობას, რომლის სიგანე ტვირთიანად ან უტვირთოდ ნიშანზე მითითებულს აღემატება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №706
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „საბაჟო გამშვები პუნქტი“ კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან გაუჩერებლად გავლას. ეს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაა.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №708
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „საფრთხე“ კრძალავს ყველა სახის ტრანსპორტით შემდგომ მოძრაობას საგზაო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №710
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „კონტროლი“ კრძალავს საკონტროლო პუნქტთან გაუჩერებლად გავლას. ასეთია პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგო, სასაზღვრო ან დახურული ზონის შესასვლელი და ფასიანი გზის გასასვლელი.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №712
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №714
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №716
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „მობრუნება აკრძალულია“ კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №718
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „გასწრება აკრძალულია“ კრძალავს ყველა სახის მექანიკური ტრანსპორტის გასწრებას. გამონაკლისია 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავი ტრანსპორტი.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №722
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ)?
სწორი პასუხი: 4. IV
ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ კრძალავს ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით მოძრაობას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №724
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ კრძალავს სიგნალით სარგებლობას. გამონაკლისია შემთხვევა, როცა სიგნალი საგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გჭირდება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №726
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს 3.20 „გასწრება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „გასწრების აკრძალვის დასასრული“ აღნიშნავს ნიშნის „გასწრება აკრძალულია“ მოქმედების ზონის დასასრულს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №731
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 3. აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” მოქმედების ზონის დასასრულს
ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული“ აღნიშნავს სიჩქარის შემზღუდავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №732
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ კრძალავს ტრანსპორტის როგორც გაჩერებას, ისე დგომას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №735
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
სწორი პასუხი: 3. სატრანსპორტო საშუალებების დგომას
ნიშანი „დგომა აკრძალულია“ კრძალავს ტრანსპორტის დგომას. გაჩერება ამ ნიშნით არ იკრძალება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №737
მოცემული საგზაო ნიშანი:
სწორი პასუხი: 3. კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში
ნიშანი „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“ კრძალავს ტრანსპორტის დგომას თვის კენტ რიცხვებში.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №738
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში?
სწორი პასუხი: 4. IV
ნიშანი „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში“ კრძალავს ტრანსპორტის დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №740
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?
სწორი პასუხი: 2. II
ნიშანი „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, რომელიც კანონით საცნობი ნიშნით უნდა იყოს აღნიშნული.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №742
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?
სწორი პასუხი: 3. III
ნიშანი „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს ასეთი ტვირთის გადაზიდვას, თუ ტრანსპორტი კანონით საცნობი ნიშნით უნდა იყოს აღნიშნული.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №745
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ I და III
სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება ნიშნები: „შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“, მოხვევის, მობრუნებისა და გაჩერების აკრძალვა. სიგანისა და მასის შეზღუდვა მასზეც მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №746
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ II და IV
სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება ნიშნები: „შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“, მოხვევის, მობრუნებისა და გაჩერების აკრძალვა. სიგრძისა და მინიმალური დისტანციის ნიშნები მასზეც მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №749
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ I და III
სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება ნიშნები: „შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“, მოხვევის, მობრუნებისა და გაჩერების აკრძალვა. სიჩქარისა და კენტ რიცხვებში დგომის ნიშანი მასზეც მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №750
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ I, II და IV
სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება ნიშნები: „შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“, მოხვევის, მობრუნებისა და გაჩერების აკრძალვა. სიჩქარის შეზღუდვა მასზეც მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №751
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ II და IV
ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“ და „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“ (3.2-3.8) არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ზონაში მდებარე საწარმოს ემსახურება. ის ზონაში შედის და დანიშნულების ადგილისკენ უახლოეს გზაჯვარედინზე გამოდის.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №752
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ I, II და IV
ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“ და „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“ (3.2-3.8) არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ზონაში მდებარე საწარმოს ემსახურება. „მობრუნება აკრძალულია“ ამ გამონაკლისში არ შედის და მასზეც მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №754
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?
სწორი პასუხი: 4. ყველა მოცემული საგზაო ნიშნის
ნიშნები 3.2-3.8, მაგალითად „მოძრაობა აკრძალულია“ და „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“, არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს ემსახურება ან ეკუთვნის. ის ზონაში შედის და უახლოეს გზაჯვარედინზე გამოდის.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №756
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ III და IV
ნიშნები 3.2-3.8 არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს ემსახურება ან ეკუთვნის. სხვა ამკრძალავი ნიშნები ასეთ ტრანსპორტზეც მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №758
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად გამოხატული, ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პირები?
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ I, III და IV
ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ და დგომის აკრძალვა არ ვრცელდება მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მძღოლზე. სიჩქარის შეზღუდვა მასაც ეხება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №760
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ I და IV
ნიშნები „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ მოქმედებს მხოლოდ იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დგას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №762
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ I, III და IV
ნიშნები „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“, „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ და მიმთითებელი ნიშნები 4.1.1-4.1.6, მაგალითად „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“, მოქმედებს მხოლოდ იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დგას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №764
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
სწორი პასუხი: 1. გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
ნიშნები „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ და დგომის აკრძალვის ნიშნები მოქმედებს მხოლოდ გზის იმ მხარეს, სადაც დგას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №766
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ I, II და IV
ნიშნები „გასწრება აკრძალულია“, „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ და დგომის აკრძალვის ნიშნები მოქმედებს ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე. დასახლებულ პუნქტში, გზაჯვარედინის გარეშე, პუნქტის ბოლომდე.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №1102
დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 2. არ დაარღვევს
ნიშანი „გასწრება აკრძალულია“ კრძალავს მექანიკური ტრანსპორტის გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელი ტრანსპორტისა. უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის გასწრება შეიძლება, თუ შემხვედრ ზოლზე არ გადადიხარ. ნიშანი უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №1262
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?
სწორი პასუხი: 1. ეკრძალება
ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ კრძალავს გაჩერებასაც და დგომასაც. ის მოქმედებს უახლოეს გზაჯვარედინამდე, ასევე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, თუ იქ საკუთარი ნიშანი არ დგას.
განმარტება და მსგავსი ბილეთები
ლათინურად: amkrzalavi nisnebi · amkrzalavi nishnebi · martvis biletebi