ბილეთი №766 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

ბილეთი №766: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

პასუხები

  1. 1მხოლოდ I
  2. 2მხოლოდ II და III
  3. 3მხოლოდ I, II და IVსწორი პასუხი
  4. 4ყველა მოცემული საგზაო ნიშნის

სწორი პასუხი: 3. მხოლოდ I, II და IV

მოკლედ

ნიშნები „გასწრება აკრძალულია“, „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ და დგომის აკრძალვის ნიშნები მოქმედებს ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე. დასახლებულ პუნქტში, გზაჯვარედინის გარეშე, პუნქტის ბოლომდე.

კანონის ტექსტი

3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 766 · amkrzalavi nisnebi