ბილეთი №1102 · ამკრძალავი ნიშნები
დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1დაარღვევს
- 2არ დაარღვევსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ დაარღვევს
მოკლედ
ნიშანი „გასწრება აკრძალულია“ კრძალავს მექანიკური ტრანსპორტის გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელი ტრანსპორტისა. უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის გასწრება შეიძლება, თუ შემხვედრ ზოლზე არ გადადიხარ. ნიშანი უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედის და ველოსიპედის შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1102 · amkrzalavi nisnebi