ბილეთი №1262 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?

პასუხები
- 1ეკრძალებასწორი პასუხი
- 2არ ეკრძალება
სწორი პასუხი: 1. ეკრძალება
მოკლედ
ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ კრძალავს გაჩერებასაც და დგომასაც. ის მოქმედებს უახლოეს გზაჯვარედინამდე, ასევე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, თუ იქ საკუთარი ნიშანი არ დგას.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. გზაჯვარედინი არის ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1262 · amkrzalavi nisnebi