ბილეთი №353 · ამკრძალავი ნიშნები

აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?

ბილეთი №353: აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?

პასუხები

  1. 1აქვს უფლებასწორი პასუხი
  2. 2არ აქვს უფლება

სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება

მოკლედ

როცა ერთად დგას ნიშნები „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“ და „ლუწ რიცხვებში“, ავტომობილის ერთი მხრიდან მეორეზე გადასაყენებელი დრო 19-დან 21 საათამდეა. ამ დროს დგომა ორივე მხარეს შეიძლება.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში, ხოლო საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. ამავე პუნქტების შენიშვნის თანახმად 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე, ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 353 · amkrzalavi nisnebi