ბილეთი №545 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ სატვირთო ავტომობილის ფაქტობრივი მასა 7 ტონაა?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 3არცერთი ავტომობილის მძღოლს
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
სამზოლიან ორმხრივ გზაზე არ უნდა გადახვიდე განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობაა. ნიშანი „მასის შეზღუდვა“ კრძალავს მოძრაობას, თუ ფაქტობრივი მასა ნიშანზე მითითებულს აღემატება.
კანონის ტექსტი
სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 545 · amkrzalavi nisnebi