ბილეთი №814 · გადაზიდვები

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:

პასუხები

  1. 1მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
  2. 2გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
  3. 3გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებასსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას

მოკლედ

გაჩერებულ ავტობუსზე ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“ რომ გიჩანს, ფრთხილად იყავი. იმოძრავე ისეთი სიჩქარით, რომ მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერდე.

კანონის ტექსტი

გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 814 · gadazidvebi