ბილეთი №829 · გაუმართაობა
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
პასუხები
- 1იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათებასწორი პასუხი
- 2ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
- 3მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
სწორი პასუხი: 1. იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
მოკლედ
ბნელში, როცა ახლო და შორი სინათლე ორივე ჩაქრა, ის გზა, სადაც ხელოვნური განათება არ არის, შენთვის აკრძალულია. მოძრაობა მხოლოდ განათებულ გზაზეა დასაშვები.
კანონის ტექსტი
მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს…
- აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას…
- არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 829 · gaumartaoba