ბილეთი №862 · დისტანცია
დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
პასუხები
- 1არა უმეტეს 2 წამისა
- 2არანაკლებ 4 წამისა
- 3არანაკლებ 6 წამისასწორი პასუხი
- 4არანაკლებ 9 წამისა
სწორი პასუხი: 3. არანაკლებ 6 წამისა
მოკლედ
მოყინულ გზაზე წინ მიმავალ მანქანასთან დისტანცია დასახლებულ პუნქტში ისეთი უნდა იყოს, რომ მის დასაფარად მინიმუმ 6 წამი დაგჭირდეს.
კანონის ტექსტი
გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ჟ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის…
- დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული…
- დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 862 · distancia