ბილეთი №92 · გზაჯვარედინი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №92: რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  2. 2ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
  3. 3ჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. ჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა

მოკლედ

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვანი გზის მძღოლი მთავარ გზას უთმობს. თანაბარ გზებზე გზა დაუთმე მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს.

კანონის ტექსტი

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 92 · gzajvaredini