ბილეთი №973 · ფარები და საყვირი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:

პასუხები

  1. 1დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
  2. 2ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლესწორი პასუხი
  3. 3ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე

სწორი პასუხი: 2. ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე

მოკლედ

ღამით ან სუსტი ხილვადობისას მისაბმელზე წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ კანონით სჭირდება) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე უნდა იყოს ჩართული.

კანონის ტექსტი

დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე - წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 973 · farebi da sayviri