ბილეთი №985 · ფარები და საყვირი

დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?

პასუხები

  1. 1დასაშვებია
  2. 2დაუშვებელიასწორი პასუხი
  3. 3დასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე

სწორი პასუხი: 2. დაუშვებელია

მოკლედ

ერთ მანქანაზე ერთნაირი დანიშნულების და ერთი მხარისკენ მიმართული ფარები ერთი ფერისა უნდა იყოს.

კანონის ტექსტი

ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 985 · farebi da sayviri