ბილეთი №997 · ველოსიპედი, მოპედი

სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:

პასუხები

  1. 1მხოლოდ წინ - სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
  2. 2მხოლოდ უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
  3. 3წინ - სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლესწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. წინ - სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე

მოკლედ

ღამით სავალ ნაწილზე მოძრავ მეხრეს მოძრაობის მარცხენა მხრიდან წინ უნდა ჰქონდეს თეთრი ან ყვითელი სინათლე, უკან წითელი. ან წინაც და უკანაც ყვითელი სინათლე.

კანონის ტექსტი

სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 997 · velosipedi, mopedi