თემა 27
ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის მოძრაობა და პირუტყვის გადარეკვა
კონსპექტი
ბილეთები
- ბილეთი №99
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
სწორი პასუხი: 1. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან გამოსვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს. ამიტომ გზას თავად მსუბუქის მძღოლი უთმობს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №521
გზებზე მოპედის მართვა ნებადართულია:
სწორი პასუხი: 3. 16 წლის ასაკიდან
მოპედის გზაზე მართვა შეიძლება 16 წლის ასაკიდან. ველოსიპედისთვის საკმარისია 14 წელი.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №524
ველოსიპედისა და მოპედის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად, ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
სწორი პასუხი: 3. 80-100 მეტრს
ველოსიპედისა და მოპედის ჯგუფებს შორის გასწრების გასაადვილებლად 80-100 მეტრი მანძილი უნდა იყოს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №527
აკრძალულია თუ არა ავტომობილით მოპედის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
სწორი პასუხი: 2. არ არის აკრძალული
გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია, მაგრამ რეგულირებულ გზაჯვარედინზე ნებადართულია, თუ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე არ გადიხარ.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №528
აკრძალულია თუ არა ავტომობილით ეტლიანი მოტოციკლის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
სწორი პასუხი: 2. არ არის აკრძალული
გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია, მაგრამ რეგულირებულ გზაჯვარედინზე ნებადართულია, თუ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე არ გადიხარ.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №535
გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
სწორი პასუხი: 3. მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
გაჩერებული მანქანის კარი სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტხანს არ უნდა იყოს გაღებული.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №537
აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?
სწორი პასუხი: 1. არ აქვს უფლება
მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის ყველა თვალი გზის ზედაპირს უნდა ეხებოდეს. მხოლოდ უკანა ბორბალზე მოძრაობა არ შეიძლება.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №826
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
სწორი პასუხი: 1. ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი ყველა თვალი გზის ზედაპირს ეხებოდეს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №997
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
სწორი პასუხი: 3. წინ - სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
ღამით სავალ ნაწილზე მოძრავ მეხრეს მოძრაობის მარცხენა მხრიდან წინ უნდა ჰქონდეს თეთრი ან ყვითელი სინათლე, უკან წითელი. ან წინაც და უკანაც ყვითელი სინათლე.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №1270
რომელ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 1. ველოსიპედის მძღოლს
გზაჯვარედინის გარეთ, ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე გზას ველოსიპედის მძღოლი უთმობს, ხოლო გზაზე მოძრავს ეს ვალდებულება არა აქვს.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №1333
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
სწორი პასუხი: 2. ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე კიდე შეიძლება გამოვიდეს ჯოგს ჩამორჩენილი ცალკეული საქონელი
როცა ჯოგი გზას გადადის, გადასვლის შემდეგაც შეიძლება სავალ ნაწილზე ჩამორჩენილი ცალკეული ცხოველი გამოვიდეს. მზად იყავი.
განმარტება და მსგავსი ბილეთები - ბილეთი №1335
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
სწორი პასუხი: 4. რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
მოხუცი ქვეითი გადასასვლელზე ნელა მოძრაობს. ნახევარ გზაზე შეიძლება უკან შებრუნდეს, წონასწორობა დაკარგოს ან წაიქცეს. ყველა ეს გარემოება გაითვალისწინე.
განმარტება და მსგავსი ბილეთები
ლათინურად: velosipedi, mopedi · martvis biletebi