ბილეთი №535 · ველოსიპედი, მოპედი
გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
პასუხები
- 15 წუთზე მეტი ხნით
- 215 წუთზე მეტი ხნით
- 3მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნითსწორი პასუხი
- 420 წუთზე მეტი ხნით
სწორი პასუხი: 3. მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
მოკლედ
გაჩერებული მანქანის კარი სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტხანს არ უნდა იყოს გაღებული.
კანონის ტექსტი
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ამ თემის სხვა ბილეთები
- აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ…
- სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
- სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 535 · velosipedi, mopedi