ბილეთი №527 · ველოსიპედი, მოპედი
აკრძალულია თუ არა ავტომობილით მოპედის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
პასუხები
- 1აკრძალულია
- 2არ არის აკრძალულისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ არის აკრძალული
მოკლედ
გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია, მაგრამ რეგულირებულ გზაჯვარედინზე ნებადართულია, თუ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე არ გადიხარ.
კანონის ტექსტი
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.
ამ თემის სხვა ბილეთები
- აკრძალულია თუ არა ავტომობილით ეტლიანი მოტოციკლის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე…
- გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს…
- აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 527 · velosipedi, mopedi