მანქანის 20 ტექნიკური კითხვა პასუხებით
ქალაქის გამოცდის დაწყებამდე გამომცდელი ამ 20 კითხვიდან დავალებებს ირჩევს. კითხვები და პასუხები სიტყვასიტყვით არის აღებული სააგენტოს ოფიციალური სიიდან.
- გამოცდაზე 2 დავალებაა, შეუსრულებელი დავალება 1 მსუბუქი შეცდომაა
- ივარჯიშე 2 შემთხვევით კითხვაზე, როგორც გამოცდაზე
განმარტე: 15 კითხვა
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის
სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის
ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს
ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე
ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია
დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში
სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე
გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის
სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა
სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი
უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა
მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია
საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები , საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში
საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას
აჩვენე: 5 კითხვა
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი
მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი
ლათინურად: 20 kitxva · 20 kitxva pasuxebit · teqnikuri kitxvebi · manqanis kitxvebi