ტექნიკური კითხვა №6 20-დან · განმარტე

განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

საბურავის პროტექტორი და ცვეთის ინდიკატორი, მონიშნულია: ცვეთის ინდიკატორი (TWI)
ცვეთის ინდიკატორი (TWI)ფოტო: Quallyptus, CC0

ოფიციალური პასუხი

ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია

კითხვა და პასუხი სიტყვასიტყვით: sa.gov.ge, ტექნიკური კითხვები

ლათინურად: usafrtxo mozraobisatvis saburavebis saerto mdgomareoba · 20 kitxva · teqnikuri kitxvebi