პირველი დანართის პირველი თავი
მაფრთხილებელი ნიშნები
მაფრთხილებელი ნიშნები მძღოლს აფრთხილებს გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოების შესახებ.
დაუსახლებელ პუნქტში ნიშნების უმეტესობა იდგმება სახიფათო მონაკვეთამდე 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში 50-100 მეტრზე. სხვა მანძილს 8.1.1 დაფა აჩვენებს.
1.1რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელიიძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
1.2რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელიაფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ.
1.3.2მრავალლიანდაგიანი რკინიგზა
1.4.1რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება
1.4.2რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება
1.4.3რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება
1.4.4რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება
1.4.5რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება
1.4.6რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება
1.6თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთააღნიშნავს გზაჯვარედინს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.
1.7.1მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთაისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.
1.7.2მეორეხარისხოვანი გზის შეერთება
1.7.3მეორეხარისხოვანი გზის შეერთება
1.7.7მეორეხარისხოვანი გზის შეერთება
1.10გასახსნელი ხიდიიძლევა გაფრთხილებას გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
1.11სანაპიროზე გასასვლელი
1.12.1სახიფათო მოსახვევიაღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 - მარჯვნივ, 1.12.2 - მარცხნივ.
1.12.2სახიფათო მოსახვევიაღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 - მარჯვნივ, 1.12.2 - მარცხნივ.
1.14ციცაბო დაღმართიიძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.
1.15ციცაბო აღმართიიძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.
1.16მოლიპული გზააღნიშნავს გზის მოლიპულ მონაკვეთს, რომლზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია.
1.17უსწორმასწორო გზააღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია - ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.
1.19ქვის ასხლეტააღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ.
1.21.1გზის შევიწროებააღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება.
1.21.2გზის შევიწროებააღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება.
1.21.3გზის შევიწროებააღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება.
1.22ორმხრივი მოძრაობააღნიშნავს გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისს, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით.
1.23ქვეითთა გადასასვლელიიძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1-1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
1.24ბავშვებიიძლევა გაფრთხილებას გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა.
1.25ველობილიკის გადაკვეთაიძლევა გაფრთხილებას 4.4 ნიშნით აღნიშნული ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე.
1.26საგზაო სამუშაოები
1.29ქვის ცვენააღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყერისაგან ან ქვების ცვენისაგან.
1.30გვერდითი ქარიაღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზეც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს.
1.31დაბლამფრენი თვითმფრინავებიაეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
1.33ხერგილიაღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც დროებით ჩახერგილია.
1.34სხვა საფრთხეებიგზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.
1.35.4მოხვევის მიმართულებამიუთითებს შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიან გზის მრუდეზე მოძრაობის მიმართულებას (1.35.1−1.35.3 − მარჯვნივ, 1.35.4−1.35.6 − მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.
ამ ნიშნების სურათი საიტზე ჯერ არ არის:
- 1.35.1-1.35.3მოხვევის მიმართულება
- 1.35.5-1.35.6მოხვევის მიმართულება
- 1.36.1-1.36.2მოხვევის მიმართულება
ლათინურად: mafrtxilebeli nisnebi · mafrtxilebeli nishnebi · sagzao nishnebi