პირველი დანართის მე-2 თავი
პრიორიტეტის ნიშნები
პრიორიტეტის ნიშნები ადგენს, ვინ გადის პირველი არარეგულირებულ გზაჯვარედინზე და გზის ვიწრო მონაკვეთზე.
2.1მთავარი გზაგზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა.
2.2მთავარი გზის დასასრულიგზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს.
2.3დაუთმე გზაგზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 2.3 და 2.4 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
2.4მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულიაუკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად.
2.5შემხვედრი მოძრაობის უპირატესობაუკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას.
2.6უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთანანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
ლათინურად: prioritetis nisnebi · prioritetis nishnebi · sagzao nishnebi