პირველი დანართის მე-3 თავი
ამკრძალავი ნიშნები
ამკრძალავი ნიშნები კრძალავს მოძრაობას, მოხვევას, გასწრებას, გაჩერებას ან დგომას, ან ზღუდავს სატრანსპორტო საშუალების მასას, ზომას და სიჩქარეს.
3.16, 3.20, 3.22, 3.24 და 3.26-3.30 ნიშნები მოქმედებს ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე. დასახლებულ პუნქტში, თუ გზაჯვარედინი არ არის, დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
3.1შესვლა აკრძალულიაკრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
3.2მოძრაობა აკრძალულიაკრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
3.3მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია
3.5მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულიაკრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.
3.6ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია
3.7მისაბმელით მოძრაობა აკრძალულიაკრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
3.8საჭაპანო მოძრაობა აკრძალულიაკრძალავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე პირუტყვის გადარეკვას.
3.10ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია
3.11მასის შეზღუდვაკრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს.
3.13სიმაღლის შეზღუდვაკრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
3.14სიგანის შეზღუდვაკრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
3.15სიგრძის შეზღუდვა
3.16მინიმალური დისტანციის შეზღუდვა
3.17.1საბაჟო გამშვები პუნქტიკრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.
3.17.2საფრთხეკრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
3.17.3კონტროლი
3.18.1მარჯვნივ მოხვევა აკრძალულიაკრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
3.18.2მარცხნივ მოხვევა აკრძალულიაკრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
3.19მობრუნება აკრძალულიაკრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
3.20გასწრება აკრძალულიაკრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა).
3.21გასწრების აკრძალვის დასასრულიაღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის („გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.
3.22სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულიაკრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).
3.24მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვაკრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ).
3.25მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრულიაღნიშნავს 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
3.26ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულიაკრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
3.27გაჩერება აკრძალულიაკრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას.
3.28დგომა აკრძალულიაკრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.
3.29დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებშიკრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში.
3.30დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებშიკრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
3.32სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულიაკრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით.
3.33ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულიაკრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული 1.22-2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი”.
ლათინურად: amkrzalavi nisnebi · amkrzalavi nishnebi · sagzao nishnebi