პირველი დანართის მე-4 თავი
მიმთითებელი ნიშნები
მიმთითებელი ნიშნები მიუთითებს მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას, დაბრკოლების შემოვლის მხარეს და გზაზე დადგენილ მოთხოვნებს, მაგალითად მინიმალურ სიჩქარეს.
4.1.1-4.1.6 ნიშნები მოქმედებს სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დგას.
4.1.1მოძრაობა პირდაპირ
4.1.2მოძრაობა მარჯვნივ
4.1.4მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივრთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
4.1.5მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივრთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
4.1.6მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივრთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
4.2.1დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდანმიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.
4.2.2დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდანმიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
4.2.3დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდანმიუთითებს დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მარჯვნიდან ან მარცხნიდან.
4.3წრიული მოძრაობართავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.
4.4ველობილიკიველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.
4.6მინიმალური სიჩქარის შეზღუდვაადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს.
4.8მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელიაგზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული.
ლათინურად: mimtitebeli nisnebi · mimtitebeli nishnebi · sagzao nishnebi