ბილეთი №1077 · პირველი დახმარება

ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?

პასუხები

  1. 1ვალდებულიასწორი პასუხი
  2. 2მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
  3. 3მხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
  4. 4არ არის ვალდებული

სწორი პასუხი: 1. ვალდებულია

მოკლედ

საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს და სასწრაფო გამოიძახოს.

კანონის ტექსტი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1077 · pirveli daxmareba