ბილეთი №1078 · პირველი დახმარება

თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

პასუხები

  1. 1შემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
  2. 2გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნულისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული

მოკლედ

გადაუდებელი აუცილებლობისას დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა მანქანით გააგზავნე. თუ ეს შეუძლებელია, თავად წაიყვანე.

კანონის ტექსტი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1078 · pirveli daxmareba