ბილეთი №1220 · მოვალეობები
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს?

პასუხები
- 1მხოლოდ I
- 2მხოლოდ IIსწორი პასუხი
- 3მხოლოდ III
- 4მხოლოდ I და II
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ II
მოკლედ
სახიფათო ტვირთის გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებას წინა და უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს ნარინჯისფერი სწორკუთხა ფირფიტა შავი არშიით, ზომით 400X300 მმ.
კანონის ტექსტი
მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: გ) „სახიფათო ტვირთი“ - 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს).
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული…
- რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა…
- რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1220 · movaleobebi