ბილეთი №144 · შუქნიშანი
რევერსული შუქნიშნის ამ სიგნალზე ლურჯი ავტომობილის მძღოლი უნდა:

პასუხები
- 1გადავიდეს მარცხენა ზოლში
- 2გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ
- 3გადავიდეს მარჯვენა ზოლშისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. გადავიდეს მარჯვენა ზოლში
მოკლედ
რევერსულ შუქნიშანზე წითელი X კრძალავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც დგას. მწვანე ისარი ქვემოთ რთავს იმ ზოლზე მოძრაობის ნებას. გამორთული რევერსული შუქნიშანი ზოლზე გასვლას კრძალავს.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ - მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.
ამ თემის სხვა ბილეთები
- აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შევიდეს რევერსული მოძრაობის ზოლში, რევერსული შუქნიშნის ამ სიგნაზე?
- რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
- რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 144 · suqnisani