ბილეთი №274 · გასწრება

აქვს თუ არა თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?

ბილეთი №274: აქვს თუ არა თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?

პასუხები

  1. 1აქვს უფლება
  2. 2არ აქვს უფლებასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. არ აქვს უფლება

მოკლედ

რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს გასწრება აკრძალულია. ნიშანი 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ გაფრთხილებს ასეთ გადასასვლელთან მიახლოებაზე.

კანონის ტექსტი

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. საგზაო ნიშანი 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 274 · gaswreba