ბილეთი №300 · გასწრება

დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №300: დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1დაარღვევს
  2. 2არ დაარღვევსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. არ დაარღვევს

მოკლედ

ლურჯი ან ნარინჯისფერი და ყვითელი მოელვარე სიგნალით გაჩერებული სპეციალური, საგზაო-საექსპლუატაციო ან კომუნალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების შემოვლა შეიძლება მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც, ნიშნებისა და მონიშვნის მიუხედავად.

კანონის ტექსტი

გზაზე ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული ოპერატიული ან ჩართული ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული სპეციალური ან საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, ნელა მოძრავი ტექნიკური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების ან კომუნალური სამსახურის საგზაო სამუშაოების შემსრულებლის გასწრება, შემოვლა ან მისთვის გვერდის აქცევა, სავალ ნაწილზე მისი განლაგების, სიტუაციისა და საფრთხის გათვალისწინებით, ნებადართულია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის მოთხოვნებისა. საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას. . საგზაო მონიშვნა ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს, არის მძღოლის ვიზუალური ორიენტაციის საშუალება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკურ საშუალებებთან ერთად. თუ გადასატან სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნებით.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 300 · gaswreba