ბილეთი №302 · გასწრება

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?

ბილეთი №302: ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?

პასუხები

  1. 1ეკრძალება
  2. 2არ ეკრძალებასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. არ ეკრძალება

მოკლედ

ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია“ არ ეხება 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავ ტრანსპორტს. 25 კმ/სთ სიჩქარით მიმავალ ტრაქტორს ამ ნიშნის მოქმედების ზონაშიც გაუსწრებ.

კანონის ტექსტი

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 302 · gaswreba